„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები კაკაბაძეების, გურიის, ბარნოვის და ზანდუკელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 12:30:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის და გიორგი ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, კრწანისის შესახვევის, გორგასლის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანას, დიღმის სასწავლო მეურნეობის და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ბალანჩივაძის, ბუდაპეშტის და ონიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას და ოქროყანის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, კლდიაშვილის და ფიროსმანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის I, II, III და IV კორპუსების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0