თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა კიკ-ბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონს, შეწყალებულ თეა სირაძეს პარლამენტში მუშაობა შესთავაზა.
სირაძე სასჯელს იხდიდა ხუთი ინდოეთის მოქალაქის ცემისთვის. ხუთშაბათს სირაძე, 170 მსჯავრდებულთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა და გათავისუფლდა.
„როგორც დავპირდი, თეა სირაძეს ვთავაზობ: იმუშაოს პარლამენტში და გახდეს ჩემი თანაშემწე პატიმარ ქალთა უფლებების დაცვის საკითხში“, — დაწერა ინაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, სირაძე ინაშვილის წინადადებაზე უკვე დათანხმდა.
თეა სირაძე პროფესიით პედაგოგია, მას ოთხი შვილის ჰყავს. 2010 წელს თაღლითობის, გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მას 28 წლით პატიმრობა მიესაჯა. 2013 წელს ამნისტიის შედეგად მისი პატიმრობის ვადა 13 წლამდე შემცირდა.