საპროტესტო აქციები ჰამბურგში G20 სამიტის წინ: დაშავდა 111 პოლიციელი

© photo: Sputnik / Алексей Витвицкий / გადასვლა მედიაბანკშისაპროტესტო აქციები ჰამბურგში
საპროტესტო აქციები ჰამბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამიტის ფარგლებში გაიმართება პუტინის პირველი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. „დიდი ოცეულის" (G20) სამიტის გახსნის წინ ჰამბურგში პროტესტანტებთან დაპირისპირების შედეგად ასზე მეტი პოლიციელი დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

თავდამსხმელები (მემარცხენე რადიკალები და ანტიგლობალისტები) შეუერთდნენ სანქცირებულ აქციებს, დაჯგუფდნენ და პოლიციელებს შეუტიეს. შედეგად ხუთშაბათს, დღისითა და ღამით პოლიციის 111 თანამშრომელი დაშავდა. დაშავებული პროტესტანტების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასეთი ბევრია; არიან დაკავებულებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებებში ე.წ. "შავი ბლოკის" აქტივისტები მონაწილეობდნენ, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც აგრესიული და კარგად ორგანიზებული რადიკალები, აცვიათ მუქი ტანსაცმელი და სახეს სახვევებით იფარავენ.

ჰამბურგში სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. ის მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა თემატიკისადმი მიძღვნილ სამუშაო სხდომებში, ტერორიზმთან ბრძოლის პრობლემასთან დაკავშირებულ არაფორმალურ შეხვედრებში.

სწორედ სამიტის ფარგლებში გაიმართება პუტინის პირველი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

სამიტი G20 7-8 ივლისს იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0