თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეალიზაციაში გამოუშვა 5 ლარის ნომინალის საკოლექციო ვერცხლის მონეტა, რომელიც ბორდოში საერთაშორისო ღვინის გამოფენას მიეძღვნა.
2017 წლის ივლისსა და აგვისტოში ბორდოს ღვინის ცენტრში საქართველო იქნება პირველი საპატიო სტუმარი და ორგანიზატორი მასშტაბური გამოფენის „ვენახი — საქართველო“, რომელიც მეღვინეობას მიეძღვნება. საქართველოს წარმომადგენლები სტუმრებს გააცნობენ ქართულ ღვინოს, კულტურას, ეთნოგრაფიასა და ისტორიას. გარდა ამისა, 2017 წელი ბორდოში საქართველოს წლად გამოცხადდა.
მონეტის ავერსზე წარმოადგენს ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში. ქვევრს გასდევს ვაზის გამოსახულება, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მონეტის რევერსის გამოსახულია ბორდოში მდებარე ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის მუზეუმი და წარწერა ფრანგულ ენაზე "LA GÉORGIE — PREMIER VIGNOBLE INVITÉ DE LA CITÉ DU VIN DE BORDEAUX" (საქართველო — ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრის პირველი საპატიო სტუმარი).
მონეტის წონა — 15,5 გრამი, დიამეტრი — 33 მილიმეტრი, სულ მოიჭრა 1500 მონეტა.
მონეტის სარეალიზაციო ფასი — 60 ლარი, მისი შეძენა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში და ეროვნული ბანკის ონლაინ-მაღაზიაში.