მულტფილმი „ჯინო“ ევროპის ირგვლივ მოგზაურობას აგრძელებს

© FB / GENO "ჯინო"
ჯინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ მულტფილმ „ჯინოს“ უჩვენებენ ხორვატიაში, იტალიასა და ბრაზილიაში.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik.  პირველი ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური 3D-ფილმი „ჯინო“(Geno) ბუნების გადამრჩენელ გომბეშოზე, ევროპის ირგვლივ მოგზაურობას განაგრძობს, იუწყება საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი.

საფრანგეთში ანსის ანიმაციური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიო პრემიერის შემდეგ,  მულტფილმი კიდევ ორი პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში შევიდა.

„ჯინოს“ თავიდან  ხორვატიაში, აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციური კინოს ფესტივალზე უჩვენებენ, რომელიც 16-21 ივლისს გაიმართება. ამის შემდეგ „ჯინოს“ იხილავენ იტალიაში Giffoni-ის ანიმაციურ კინოფესტივალზე, რომელიც 14-22 ივლისის პერიოდში იმართება.

გზა ნარიყალასკენ - Sputnik საქართველო
თბილისური უქმეები: 7-9 ივლისი

„ორთავე ფესტივალზე „ჯინო“ საკონკურსო პროგრამაში ღებულობს მონაწილეობას. ფილმის ავტორი დავით კიკნაველიძე თავად დაესწრება „ჯინოს“ პრემიერებს“, — ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

როგორც ეროვნული კინოცენტრში აღნიშნავენ, ქართული 3D-მულტფილმი ასევე მიიღებს მონაწილეობას Anima Mundi-ში, რომელიც ბრაზილიაში 14-30 ივლისს ჩატარდება.

© FB / GENO - ჯინო პირველი ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური 3D-ფილმი „ჯინო“
Грузинский короткометражный анимационный 3D-фильм Джино - Sputnik საქართველო
პირველი ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური 3D-ფილმი „ჯინო“

„ჯინოს“ სიუჟეტის ცენტრში — გომბეშო ჯინოსა და მისი მეგობრების თავგადასავალია, რომლებიც ლამაზი ტბის ნაპირას ცხოვრობენ. ერთხელაც ცხოველები დილემის წინაშე აღმოჩნდებიან — მათ მიწაზე ადამიანები მშენებლობას იწყებენ, რის გამოც ცხოველები იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის — სახლის გადასარჩენად.

რეჟისორმა დავით კიკნაველიძემ 30-წუთიანი მულტფილმი „ჯინო“  ანიმაციურ სტუდია Lira Production-ში, ქართული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნა.

ყველა ახალი ამბავი
0