ევროპის ფეხბურთის U-19 ჩემპიონატი საქართველოში: გერმანიას აქვს შანსები

© FB / GFFევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში U-19
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში U-19 - Sputnik საქართველო
გამოწერა
В ჯგუფში ევროპის U-19 ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია ინგლისის ნაკრები, თუმცა ეს ნახევარფინალში გასვლის გარანტიებს არ აძლევს.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. გერმანიის ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა B ჯგუფის მეორე მატჩში ბულგარეთის გუნდს ანგარიშით 3:0 მოუგო და საქართველოში მიმდინარე ევროპის U-19 ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გერმანელებმა ინიციატივა თავის ხელში აიღეს და ეტიენ ამენიდოს და გიოკჰან გიულის ზუსტი დარტყმების შემდეგ უკვე მე-19 წუთზე ანგარიშით 2:0 იგებდნენ.

მე-17 წუთიდან ბულგარელები უმცირესობაში დარჩნენ — მინდვრიდან ანდრეა ხრისტოვი გააძევეს.

მესამე გოლი 54-ე წუთზე გერმანელების მოთამაშემ სიდნეი ფრიდემ გაიტანა.

ორი ჩატარებული მატჩის შემდეგ გერმანიის ნაკრებს (ისევე, როგორც ჰოლანდიას) სამი ქულა აქვს, და ტურნირის ნახევარფინალში მოსახვედრად მან ინგლისს უნდა მოუგოს და იმედი იქონიოს, რომ პარალელურ შეხვედრაში ჰოლანდიამ ბულგარეთს არ მოუგოს.

რაც შეეხება ინგლისს, 84-ე წუთზე ბენ ბრერეტონის ზუსტი დარტყმის შემდეგ ბრიტანელებმა ჰოლანდიას 1:0 მოუგეს. ინგლისი ექვსი ქულით В ჯგუფის ლიდერია.

ინგლისისა და გერმანიის ნაკრებებს შორის მატჩი თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 9 ივლისს გაიმართება. დასაწყისი — 20:00 საათზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0