ამინდი საქართველოში უქმეებზე: მოსალოდნელია მცირე წვიმა

გამოწერა
კვირის ბოლოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა, მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. უქმეებზე სინოპტიკოსები ხანმოკლე ნალექს ვარაუდობენ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა.

შაბათი, 8 ივლისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 15-20 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27. მაღალ მთაში ღამით იქნება 6-11 გრადუსი სითბო, დღისით — 15-20.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 13-18 გრადუსი სითბო, დღისით — 24-29. მაღალ მთაში ღამით იქნება 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 18-23.

თბილისში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 17 გრადუსი სითბო, დღისით — 28.

კვირა, 9 ივლისი

საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 16-21 გრადუსი სითბო, დღისით — 23-28. მაღალ მთაში ღამით იქნება 7-12 გრადუსი სითბო, დღისით — 18-23.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 13-18 გრადუსი სითბო, დღისით — 23-28. მაღალ მთაში ღამით იქნება 7-12 გრადუსი სითბო, დღისით — 14-19.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 18 გრადუსი სითბო, დღისით — 26.

ორშაბათი, 10 ივლისი

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით იწვიმებს აღმოსავლეთშიც, შესაძლებელია სეტყვა. დღისით, ძირითადად, უნალექოდ. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 15-20 გრადუსი სითბო, დღისით — 24-29. მაღალ მთაში ღამით იქნება 7-12 გრადუსი სითბო, დღისით — 19-24.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14-19 გრადუსი სითბო, დღისით — 28-33. მაღალ მთაში ღამით იქნება 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 18-23.

თბილისში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. ღამით შესაძლებელია  ხანმოკლე წვიმა, დღისით ძირითადად უნალექოდ. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 18 გრადუსი სითბო, დღისით — 29.

ყველა ახალი ამბავი
0