თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოში სმს-შეტყობინებებს გაცილებით იშვიათად აგზავნიან — 2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებმა თითქმის 70%-იანი შემცირება აჩვენა, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პირველ ხუთ თვეში საქართველოში მოქმედი მობილური კავშირის კომპანიების აბონენტებმა 1,4 მილიარდზე მეტი სმს-შეტყობინება გაგზავნეს მაშინ, როდესაც 2016 წლის იანვარ-მაისის პერიოდში მათი რაოდენობა 2,1 მილიარდზე მეტი იყო.
2017 წელს ყველაზე მეტი მესიჯი იანვარში გაიგზავნა (400,9 მილიონზე მეტი), ყველაზე ნაკლები — თებერვალში (336,9 მილიონზე მეტი).
ამასთან, საქართველოში თვიდან თვემდე იზრდება ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა და, შესაბამისად, ინტერნეტ-ტრაფიკიც.