როგორ მზადდება ანტიბიოტიკები საქართველოში: ფარმაცევტული საწარმოს მუშაობის პროცესი

გამოწერა

"Sputnik-საქართველოს" გადამღები ჯგუფი საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ ფარმაცევტულ საწარმოს ესტუმრა და ანტიბიოტიკების დამზადების პროცესს გაეცნო.

საქართველოში ამჟამად კერძო კომპანიებში სხვადასხვა დასახელებისა და ტიპის მედიკამენტები იწარმოება. თუ როგორ ქმნიან ანტიბიოტიკებს ერთ-ერთ ასეთ საწარმოში, "Sputnik-საქართველოს" ვიდეორეპორტაჟში იხილავთ.

"მთელ რეგიონში არ არის იმ ტიპის ფარმაცევტული წარმოება, როგორიც ჩვენთან — ჩვენ საინექციო ანტიბიოტიკების სტერილურ ფორმებს ვამზადებთ. რეგიონში მოვიაზრებ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს", — განაცხადა კომპანიის Abi Pharm ხელმძღვანელმა ირაკლი ჭანკოტაძემ.

ამ დროისათვის ფარმაცევტული კომპანია საინექციო ფორმის 12 ანტიბიოტიკს აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0