კოცნის საერთაშორისო დღე 6 ივლისს აღინიშნება მსოფლიოს სამოცზე მეტ ქვეყანაში. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტაში რამდენიმე ყველაზე ლამაზი და ემოციური კოცნა მთელი მსოფლიოდან.
კოცნის საერთაშრისო დღის სამშობლოდ დიდი ბრიტანეთი მიიჩნევა. XIX საუკუნის დასასრულს ზუსტად ნისლიანი ალბიონის სანაპიროებზე მიიჩნიეს, რომ კოცნა სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელსაც საკუთარი დღესასწაული ეკუთვნის.
ამ დროისათვის მსოფლიოს ბევრ ქალაქში 6 ივლისს, კოცნის საერთაშორისო დღეს, იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, კონკურსები და შეჯიბრებები. ტრადიციად იქცა ჯილდოების გათამაშებაც "ყველაზე ხანგრძლივი კოცნისათვის", "ყველაზე ლამაზი კოცნისათვის" და "ყველაზე უჩვეულო კოცნისათვის".

1/12
© AFP 2024 / Toru YAMANAKA
ფრანგი გაბრიელა პაპადაკისი კოცნის გიიომა სიზერსონს ფიგურული სრიალის ტურნირზე ISU World Team Trophy ცეკვის დროს ტოკიოში

2/12
© AFP 2024 / CESAR MANSO
წყვილი ერთმანეთს კოცნის სან-ფერმინის ფესტივალზე პამპლონას მერიის წინ, ესპანეთის ჩრდილოეთი

3/12
© AFP 2024 / STR
კოცნა აყვავებული ალუბლის ფონზე უჰანში, ჩინეთი

4/12
© AFP 2024 / LUIS ROBAYO
წყვილები ერთმანეთს კოცნიან საყოველთაო საქორწილო ცერემონიის შემდეგ ვილიაერმოსას ციხეში კალიში, კოლუმბია

5/12
© AFP 2024 / LOIC VENANCE
წყვილი ქოლგის ქვეშ პარიზის ერთ-ერთ ქუჩაზე

6/12
© AFP 2024 / JACK GUEZ
წყვილი ერთმანეთს კოცნის ებრაული დღესასწაული პურიმის აღნიშნვნის ფარგლებში გაამრთულ აღლუმზე

7/12
© AFP 2024 / FRANCK FIFE
ჩილეელი გულშემატკივრები ერთმანეთს კოცნიან, სანამ დაიწყება კონფედერაციის თასის ნახევარფინალის მატჩი პორტუგალიასა და ჩილეს შორის

არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი და ანტონელა როკუცო ქორწილში ერთმანეთს კოცნიან, როსარიო, არგენტინა

9/12
© AFP 2024 / Alberto PIZZOLI
მონიკა ბელუჩი კოცნის ფრანგ კომიკოს ალექს ლუტცს კანის კინოფესტივალის გახსნაზე

10/12
© AP Photo / Richard Shotwell/Invision
გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი ჰოლივუდის დიდების ხეივანში ყველა ვარსკვლავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ერთმანეთს კოცნიან

წყვილი კოცონის ფონზე კოცნის ერთმანეთს ესპანეთში

რომანტიული კოცნა