თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ბალეტის გამოჩენილი არტისტი, პედაგოგი, ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ცისკარიძე იაპონიის რამდენიმე ქალაქში მასტერ-კლასს ჩაატარებს, იუწყება РИА Новости პროექტ "რუსული სეზონების" პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ცისკარიძესთან ერთად „ამომავალი მზის" ქვეყანაში გაემგზავრებიან ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის პედაგოგები, ნიკულინის სახელობის მოსკოვის ცირკის არტისტები და რუსი მევიოლინე ნიკიტა ბორისოგლებსკი.
პროექტ „რუსული სეზონების" პრეს-სამსახურის განცხადების თანახმად, საბალეტო მასტერ-კლასები იაპონიის სამ ქალაქში — ტოკიოში, ნარაში და ოსაკაში 13 ივლისს და 27 აგვისტოს გაიმართება.
პროექტი „რუსული სეზონები" 200-ზე მეტ ღონისძიებას მოიცავს, რომლებიც წლის განმავლობაში იაპონიის 42 ქალაქში გაიმართება.