საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეები გაიმართება

გამოწერა

ბელარუსის ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა "Sputnik-საქართველოს" ბელარუსის კულტურის დღეებისა და დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტების შესახებ უამბო.

"Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში ბელარუსის დიპლომატიური მისიის მეთაურმა მიხაილ მიატლიკოვმა განაცხადა, რომ 2017 წლის შემოდგომის დასაწყისში თბილისში ბელარუსის კულტურის დღეების გამართვა იგეგმება, ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ოფიციალური შეხვედრებია შეთანხმებული.

"დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით საქართველოში ჩამოვა ჩვენი პრემიერ-მინისტრი. ვიზიტები, რა თქმა უნდა, გაიმართება და ეს ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებას შეუწყობს ხელს. ძირითადი ღონისძიება, რომელიც 2017 წლის მეორე ნახევარში გაიმართება, იქნება ბელარუსის კულტურის დღეები საქართველოში. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება ვიცე-პრემიერების დონეზე მინსკში", — "Sputnik-საქართველოსთან" საუბარში განაცხადა მიხაილ მიატლიკოვმა.

ელჩის თქმით, ეს ის ღონისძიებები, რომლებიც უკვე შეთანხმებულია, დარჩენილია ორივე მხარისათვის ხელსაყრელი თარიღების დადგენა.

ყველა ახალი ამბავი
0