ბაირახტარი: საქართველოში ესტონური მოდელი ვერ მუშაობს
„ჩვენ ამ მოდელის შემოღებით დიდ ბიზნესს მივეცით უფრო მეტად გაფართოების საშუალება, ხოლო ბიუჯეტში შექმნილი დეფიციტი აქციზის გადასახადით დავაბალანსეთ, რომელსაც მცირე ბიზნესი იხდის“, — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
საგადასახადო სისტემაში ესტონური მოდელი, რომელიც მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიების მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს, 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.