ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში: შაბათი, 8 ივლისი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაბაგირო გზა თბილისში
საბაგირო გზა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში დღისით 29 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. შაბათს, 8 ივლისს სინოპტიკოსები მზიან დღეს გვპირდებიან. დილაადრიან ადგომის მსურველებმა უნდა იცოდნენ, რომ მზის ამოსვლის ნახვის შესაძლებლობა 05:33 საათზე ექნებათ.

ამ შაბათს დღეს გასეირნება კარგი იქნება — ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +29 გრადუსს შეადგენს, მინიმალური — პლუს 19-ს. არ დაგავიწყდეთ მზის ქუდი, მზე მთელი დღე იკაშკაშებს. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

მზის ჩასვლა, რომელიც ყველაზე ლამაზია მთაწმინდაზე, 20:37 საათზე იქნება.

სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0