ტრაგედია რუსეთში: დედამ საკუთარი შვილი დაახრჩო

© photo: Sputnik / Evgeny Biatov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პოლიცია
რუსეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ქალმა სასტიკად მოკლა საკუთარი ვაჟი იმის გამო, რომ ის ტიროდა.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. იმიერბაიკალისპირეთის ქალაქ ხილოკის მცხოვრებმა თავისი სამი თვის ბავშვი ბალიშით გაგუდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის საგამოძიებო სამმართველოს რეგიონული საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

"გამოძიების ვერსიით… ბრალდებულმა საკუთარ სახლში თავისი სამი თვის ვაჟი მოკლა. როდესაც ბავშვი ჭირვეულობდა, დედამ მას ბალიში დააფარა სახეზე და დაახრჩო. საწყისი საგამოძიებო ქმედებების დროს ქალმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მან თავისი ჩვენებები ბრალის წაყენების შემდეგაც დაადასტურა", — განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა მარკოვმა.

ამჟამად 26 წლის ქალს წაყენებული აქვს მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის ბრალდება. სასამართლოს გადაწყვეტილებით ის დაკავებულია.

ყველა ახალი ამბავი
0