"სამშენებლო ბიზნესისთვის საშეღავათო პერიოდის ორი წლით გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია შეჩერებული სამშენებლო ობიექტის მშენებლობის განახლება, შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების დაწყება ინვესტორებთან, მოხდება მშენებლობების დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება; მოხდება ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება კრედიტორების წინაშე, რაც დადებითი ნაბიჯი იქნება", — განუცხადა თედორაძემ "Sputnik–საქართველოს".
2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლების საკანონმდელო ნორმა, რომელიც 2015 წლიდან მოქმედებს, 2019 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ცვლილებამ ხელი უნდა შეუწყოს ვადაგადაცილებული მშენებლობების დასრულებას და ამ გზით დაზარალებული მობინადრეების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებას. საგადასახადო შეღავათის ამოქმედებიდან დღემდე 25 ობიექტის მშენებლობა განახლდა. მათი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარს აღემატება და მშენებლობების დასრულება 2017 წლის ბოლომდე იგეგმება. საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადის გაგრძელებით დამატებით 37 ობიექტის მშენებლობა დასრულდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ აშშ დოლარს აღემატება.