საგადასახადო კოდექსით ენერგოეფექტურობა წახალისდება

© REUTERS / Rina Chandranმზის პანელები
მზის პანელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მხრიდან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელების წახალისებას ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი დადებითად აფასებს.
საგადასახადო კოდექსით ენერგოეფექტურობა წახალისდება

"ძალიან კარგია, რომ ეს ჩვენ ქვეყანაშიც ინერგება. ეს წაახალისებს ადამიანებს, რათა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე დაფიქრდნენ. თუ ადამიანს აქვს საშუალება, ვთქვათ, 10—15 ათასი ლარი გადაიხადოს, შემდეგ საერთოდ აღარ დასჭირდება "თელასის" მომსახურება და ექნება საკუთარი ელექტროენერგია. ასე რომ, მთავრობის ამ ნაბიჯით კმაყოფილი უნდა ვიყოთ", — განაცხადა სოსო სიმონიშვილმა.

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, მომხმარებელი, რომელიც დაამონტაჟებს 100 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურს, შეძლებს ელექტროენერგია არა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოოს, არამედ პარალელურად ჩაერთოს ელექტროსისტემაში, გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია და დამატებითი შემოსავალი მიიღოს.

თუ თვეში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და გამანაწილებელი კომპანიის ქსელისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა მეტია მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა (ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია) აისახება მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით.

ყველა ახალი ამბავი
0