რეისი პეტერბურგი-თბილისი ბომბის შესახებ შეტყობინების გამო დაგვიანებით ჩამოფრინდა

© Sputnik / Alexander Imedashviliავიაკომპანია Airzena-ს თვითმფრინავი
ავიაკომპანია Airzena-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ჩანს, ეს ცრუ შეტყობინება იყო, თვითმფრინავში ბომბი არ აღმოჩნდა.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways-ის რეისი სანქტ-პეტერბურგი–თბილისი ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო დაგვიანებით ჩამოფრინდა, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" ავიაკომპანიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელმა.

ანონიმური შეტყობინება თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის თაობაზე საერთაშორისო აეროპორტ პულკოვოს საინფორმაციო სამსახურში შევიდა. ამ დროს მგზავრთა ჩასხდომა თვითმფრინავში უკვე დაწყებული იყო. აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა რეისის დაყოვნების, საჰაერო ხომალდის, ტვირთისა და მგზავრების ხელახალი შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო.

პოლიცია - Sputnik საქართველო
პოლიცია რუსთავის სკოლაში ბომბს ეძებს

"თვითმფრინავი თბილისში თბილისის დროით 00:05 საათზე ჩამოფრინდა. განრიგის თანახმად, ეს 23:20 საათზე იყო დაგეგმილი. ბომბის შესახებ შეტყობინების გამო დაყოვნდა 19:05 საათზე დაგეგმილი გამოფრენა. თვითმფრინავი და მგზავრები ხელმეორედ დეტალურად შეამოწმეს, თუმცა ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა", — განაცხადა საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელმა.

როგორც რეისის მგზავრებმა ქართულ მასმედიასთან საუბრისას განაცხადეს, მიუხედავად განმეორებითი შემოწმებისა, აეროპორტში არანაირი პანიკა არ ყოფილა.

სანქტ-პეტერბურგი–თბილისის ფრენის ხანგრძლივობა 3 საათი და 15 წუთია.

ყველა ახალი ამბავი
0