ჭარაია: შიდა ავიაციისთვის წამახალისებელი მგზავრთა მოსაკრებლის შემცირება იქნებოდა

© FB/ Vakhtang Charaiaვახტანგ ჭარაია
ვახტანგ ჭარაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მხრიდან შიდა ავიაციის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით დაბეგვრის გადაწყვეტილების მიღება შეიძლება დარგის განვითარებისთვის საკმარისი არ იყოს, მიაჩნია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჭარაიას.
ჭარაია: შიდა ავიაციისთვის წამახალისებელი მგზავრთა მოსაკრებლის შემცირება იქნებოდა

"საგადასახადო შეღავათების გარდა არის სხვა ხარჯებიც, რაც შიდა გადამზიდავებს ძალიან დიდ ტვირთად აწევს. ასეთია, მაგალითად, მგზავრთა მოსაკრებელი, რომელიც აეროპორტების პრეროგატივაა და რომელიც ამ კომპანიებს პრობლემას უქმნის. ამიტომ თუ მიღებულ შეღავათებს დაემატება მგზავრთა მოსაკრებლის შემცირებაც, ვფიქრობ, ეს კომპანიებისთვის უფრო წამახალისებელი იქნება", — განუცხადა ჭარაიამ "Sputnik—საქართველოს".

შიდა ავიაცია შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით დაიბეგრება. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდა შიდა საავიაციო რეისებისა და სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება. გარდა ამისა, დღგ-ის გადახდისგან გათავისუფლდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა.

ყველა ახალი ამბავი
0