ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა ვენაში ფოირიხის კონკურსის გრან-პრი მოიპოვა

© FB / Gulta Kvantrishviliპიანისტი სანდრო გეგეჭკორი
პიანისტი სანდრო გეგეჭკორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანდრო გეგეჭკორი 2017 წლის სექტემბერში ამსტერდამში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიიწვიეს.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ჩვიდმეტი წლის პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ფოირიხის საფორტეპიანო, ვოკალური და კამერული მუსიკის მეორე საერთაშორისო კონკურსის (Feurich International Piano, Vocal and Chamber Music Competition) მრავალგზის პრიზიორი გახდა. კონკურსი ავსტრიის დედაქალაქში 1-3 ივლისს გაიმართა.

ფოირიხის კონკურსი პიანისტებისთვის საკუთარი შესაძლებლობების საერთაშორისო არენაზე წარმოჩენის უნიკალური საშუალებაა.

გეგეჭკორმა მიიღო კონკურსის გრან-პრი და კიდევ ორი სპეციალური პრიზი. კონკურსის შედეგები გამოცხადდა 3 ივლისს ვენაში გალა-კონცერტზე. ასევე კონკურსზე ცნობილი გახდა, რომ ქართველი პიანისტი 2017 წლის სექტემბერში ამსტერდამში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიიწვიეს. ინფორმაცია ამის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა პიანისტის დედამ გულთა კვანტრიშვილმა.

"მადლობა უფალს ასეთი სიხარულისთვის და მადლობა შენ, სანდრო, ჩემო დიდო იმედო", — წერს სანდროს დედა.

სანდრო გეგეჭკორი 2000 წელს ჭიათურაში დაიბადა. დაამთავრა ჭიათურის სანდრო კავსაძის სახელობის 1-ლი მუსიკალური სკოლა. ათი წლიდან წერს საკუთარ ნაწარმოებებს. ამჟამად "ნიჭიერთა ათწლედში" პროფესორ საშა გარბერის კლასში სწავლობს.

ახალგაზრდა მუსიკოსისთვის 2017 წელი ძალზე ნაყოფიერი იყო. წლის დასაწყისში სანდრო ვენაში ბეთჰოვენის სახლ-მუზეუმში გამოვიდა და შეასრულა მოცარტის, ბეთჰოვენის, ლისტისა და სხვათა ნაწარმოებები. შემდეგ ის წარმატებით გამოვიდა მოსკოვში. ცოტა ხნის წინ კი სანდრომ კონცერტი გამართა თბილისში, სადაც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულა რახმანინოვის რაფსოდია პაგანინის თემაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0