სად და როდის გაიმართება უეფას სუპერთასი - 2017

© AP Photo / Boris Grdanoskiუეფას სუპერთასი
უეფას სუპერთასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უეფას რიგით 42-ე სუპერთასი, რომელშიც ტრადიციულად ერთმანეთს ხვდებიან უეფას ჩემპიონთა ლიგისა და უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებულები, 8 აგვისტოს გაიმართება.

სუპერთასის მფლობელის ვინაობას ერთმანეთს შორის გაარკვევენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის „რეალი“ და ევროპის მნიშვნელობით მეორე საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედი“.

ესპანეთის კლუბი თავისი არსებობის ისტორიაში უეფას სუპერთასისთვის მეექვსედ იბრძოლებს. ხუთ მატჩში „რეალმა“ მარცხი ორჯერ იწვნია — 1998 წელს ლონდონის „ჩელსისთან“ და 200 წელს სტამბულის „გალათასარაისთან“, სამჯერ კი გამარჯვებული გახდა — 2002 წელს ჰოლანდიის „ფეიენოორდთან“, 2014 და 2016 წლებში ესპანეთის „სევილიასთან“. 

© AFP 2024 / PIERRE-PHILIPPE MARCOUReal Madrid-ის ბრაზილიელი მცველი მარსელო (მარჯვნივ) პორტუგალიელ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გატანილ გოლს აღნიშნავს ესპანეთის საფეხბურთო ლიგის მატჩზე Real Madrid-სა და Valencia-ს შორის „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე, 2017 წლის 29 აპრილი
Real Madrid-ის ბრაზილიელი მცველი მარსელო (მარჯვნივ) პორტუგალიელ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გატანილ გოლს აღნიშნავს ესპანეთის საფეხბურთო ლიგის მატჩზე Real Madrid-სა და Valencia-ს შორის „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე, 2017 წლის 29 აპრილი - Sputnik საქართველო
Real Madrid-ის ბრაზილიელი მცველი მარსელო (მარჯვნივ) პორტუგალიელ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გატანილ გოლს აღნიშნავს ესპანეთის საფეხბურთო ლიგის მატჩზე Real Madrid-სა და Valencia-ს შორის „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე, 2017 წლის 29 აპრილი

„მანჩესტერ იუნაიტედს“ უეფას სუპერთასზე ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული. მათთვის აღნიშნული მატჩი კლუბის ისტორიაში მეოთხეა. 1991 წელს გუნდმა სერბეთის ნაკრები დაამარცხა, თუმცა, 1999 და 2008 წლებში რომის „ლაციოსთან“ და ლენინგრადის „ზენიტთან“ დამარცხდა.

უეფას სუპერთასზე გამარჯვებების მიხედვით რეკორდსმენები ესპანეთის „ბარსელონა“ და იტალიის „მილანი“ არიან. ორივე კლუბის ანგარიშზე 5-5 გამარჯვებაა. ამასთან, „ბარსელონამ“ ფინალში ცხრაჯერ, „მილანმა“ კი შვიდჯერ ითამაშა. 

© AFP 2024 / Paul ELLIS„მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეები უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალში კლუბ Celta Vigo-სთან გამართული მატჩის შემდეგ.
Игроки Манчестер Юнайтед после полуфинальной игры Лиги Европы УЕФА с клубом Celta Vigo. На фото слева направо: полузащитник Манчестер Юнайтед Майкл Каррик, нападающий Уэйн Руни, полузащитник Джесси Лингард, защитник Крис Смоллинг и нападающий Маркус Рашфорд - Sputnik საქართველო
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეები უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალში კლუბ Celta Vigo-სთან გამართული მატჩის შემდეგ.

უეფას სუპერთასი პირველად 1972 წელს გაიმართა და მისი პირველი თასის მფლობელი ამსტერდამის „აიაქსი“ გახდა, რომელმაც შოტლანდიის “გლაზგო რეინჯერსი“ დაამარცხა.

ყველა ახალი ამბავი
0