სააკაშვილი პოროშენკოს და ავაკოვს უკრაინის წართმევას დაჰპირდა

© AFP 2024 / SERGEI SUPINSKYმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღაშფოთა დეპუტატ ევგენი დეიდეის განცხადებამ, რომ ქართველებმა უკრაინა არ უნდა მართონ.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსგან, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანისგან და შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვისგან „დახსნას" დაჰპირდა.

ასეთი კომენტარი გააკეთა სააკაშვილმა „სახალხო ფრონტის" სახალხო დეპუტატ ევგენი დეიდეის სიტყვებზე, რომ ქართველებმა "ჩვენი ქვეყანა არ უნდა მართონ". დეიდეიმ ამგვარი ფორმით გამოხატა აღშფოთება 5 მილიონი გრივნის უკანონო მითვისების ბრალდების გამო. მისი მტკიცებით, მის მიმართ უკრაინის გენერალური პროკურატურის ეჭვის საფუძველი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან ზეწოლა იყო, რომლის უფროსის მოადგილეა გიზო უგლავა.

„ამ „ნამდვილი უკრაინელი" ავაკოვის მაჩანჩალას არ უნდა, რომ ქართველებმა უკრაინული ხელისუფლების წმენდაში მიიღონ მონაწილეობა. მართლაც, ავაკოვსა და კომპანიას უკვე ყველაფერი ხელში ჰქონდათ ჩაგდებული: ბუნებრივი აირის საბადოებზე კონტროლი, ფინანსური ნაკადები და პრემიერიც თითქოსდა ჯიბეში ჰყავდათ. პოროშენკოსაც მათი კერძო შეიარაღებული ჯგუფების ეშინია და ის იძულებულია პარლამენტში მოლაპარაკებები მართოს. და უცებ საიდანღაც გაჩნდნენ ეს ქართველები და უკრაინელების ძარცვის შეჩერებას ცდილობენ. ამიტომაც აღშფოთდნენ", — დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
უკრაინის პროკურატურა: საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირება შეუძლებელია

„რამდენიც გინდათ აღშფოთდით, მაგრამ თქვენ "კანტორას" მივახურავთ, უკრაინას წავართმევთ პოროშენკოს, გროისმანსა და ავაკოვს და რეალურად დავუბრუნებთ ჩვეულებრივ, ნატანჯ უკრაინელებს", — ხაზგასმით აღნიშნა მან.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, როდესაც ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თანამდებობა დაიკავა. 2015 წლის 30 მაისს სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა, მანამდე კი მთავრობის მრჩეველი იყო. 2016 წელს გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა და პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა. უკრაინაში მან ოპოზიციური პარტია „ახალი ძალები" (Рух новых сил) დააარსა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირადი ინტერესებისათვის 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გაფლანგვის ფაქტზე. ამჟამად ქვეყნის ექს-პრეზიდენტზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული.

ყველა ახალი ამბავი
0