ნინო ჩხეიძე: ჩემი ოცნება აუხდენელი დარჩა
„ბავშვობაში ჩემი ოცნება იყო ქართული ცეკვა მესწავლა. დედაჩემმა სუხიშვილების სტუდიაში მიმიყვანა. ძალიან პუტკუნა ვიყავი, ამიტომ არ მიმიღეს. ასე დარჩა ჩემი ოცნება აუხდენელი“, — ამბობს ნინო ჩხეიძე.
როგორც მომღერალმა განაცხადა, დღეს ცდილობს შეისწავლოს ქართული ცეკვა და იმედოვნებს, ახლო მომავალში ისე კარგად აითვისებს, რომ ყველას გააოცებს თავისი შესრულებით.