ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში გავიდა

© Sputnik / Levan Avlabreliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბასილაშვილი მეორე ტურში ამერიკელ სემ კუერის შეხვდება, რომელსაც მსოფლიო ჩოგბურთის რეიტინგში 28-ე ადგილი უჭირავს.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (54) სამ სეტში 6:4, 7:6, 6:1 არგენტინელ კარლოს ბერლოკს (80) მოუგო და „უიმბლდონის“ – „დიდი სლემის“ საჩოგბურთო ტურნირის მეორე რაუნდში გადავიდა. 

ქართველი ჩოგბურთელის წარმატების საწინდარი მოწოდების დროს დამაჯერებელი თამაში გახდა. ბასილაშვილმა პირველი მოწოდების შემდეგ ბურთების 73% მოიგო და 53% – მეორე მოწოდების შემდეგ. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილმა ATP-ს რეიტინგში საკუთარი რეკორდი მოხსნა

ასევე ბერლოკზე უკეთ თამაშობდა ქართველი ჩოგბურთელი მიღებაზე, რისი შედეგიც გახდა ხუთი რეალიზებული ბრეიკ–პოინტი, არგენტინელის ორის წინააღმდეგ.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 10 რეიტინგული ქულა მოიმატა და საბანკო ანგარიში 35 ათასი ფუნტი სტერლინგით შეავსო. 

მესამე წრეში გადასასვლელად ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 28-ე ჩოგბურთელს, ამერიკელ სემ კუერის შეხვდება, რომელმაც სამ სეტში მოუგო იტალიელ ტომას ფაბიანოს. 

უიმბლდონის ტურნირი 16 ივლისამდე გასტანს. მისი საერთო საპრიზო ფონდი 14 840 ათას ფუნტს შეადგენს, ხოლო მოქმედი ჩემპიონი ბრიტანელი ენდი მარეია. 

ყველა ახალი ამბავი
0