„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 3 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის შესახვევი №5-ის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაღიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0