სროლა მეჩეთთან საფრანგეთში: დაჭრილია რვა ადამიანი

© REUTERS / Gonzalo Fuentesპოლიცია მეჩეთთან საფრანგეთში
პოლიცია  მეჩეთთან საფრანგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი ნიღბიანი მამაკაცი მეჩეთთან მანქანით მივიდა და იქიდან გამომავალ ხალხს ცეცხლი გაუხსნა.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საფრანგეთის სამხრეთით, ქალაქ ავინიონში მეჩეთის მახლობლად მომხდარი სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიჭრა — იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „ფრანს–პრესზე“ დაყრდნობით. 

ინფორმაციის თანახმად, თოფითა და პისტოლეტით შეიარაღებული ორი თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე ავტომანქანით მივიდა და ცეცხლი გაუხსნა მეჩეთიდან გამომავალ ხალხს.

Omg this is today??

სროლის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაზარალდა, მათ შორის შვიდი წლის ბავშვი. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

პოლიციაში მომხდარს არ განიხილავენ როგორც ტერაქტს. ვარაუდობენ, რომ თავდასხმის მიზეზი, შესაძლოა, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი ყოფილიყო. 

ყველა ახალი ამბავი
0