ზღაპარია თუ ნამდვილი: ქართველი მხედრის ისტორია

© Sputnik / Denis Aslanovთბილისის იპოდრომი
თბილისის იპოდრომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმატებული ქართველი მხედარი შალვა გაჩეჩილაძე, რომელმაც „კავკასიური ლიგის მსოფლიოს თასის ეტაპის" მეორე ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, ლიგის ფარგლებში მომდევნი შეჯიბრებისთვის ემზადება.

ტურნირზე, რომელიც კაჭრეთში 22-25 ივნისს გაიმართა, გაჩეჩილაძე საუკეთესო გახდა ირანის, აზერბაიჯანის, უკრაინის და საქართველოს 20 სპორტსმენს შორის. ტურნირის საპრიზო ფონდმა 5 000 დოლარი შეადგინა.

© Sputnik / Denis Aslanovშალვა გაჩეჩილაძე
Шалва Гачечиладзе - Sputnik საქართველო
შალვა გაჩეჩილაძე

მსოფლიოს თასის ეტაპის ტურნირმა ძალიან წარმატებით ჩაიარა. რა თქმა უნდა, კონკურენტები ძალიან ძლიერები იყვნენ, განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან. მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა", — გაუზიარა გაჩეჩილაძემ საკუთარი შთაბეჭდილებები "Sputnik-საქართველოს".

ტურნირის მეორე თანასწორი გამარჯვებული — Holsteiner-ის ჯიშის 16 წლის ცხენი სახელად ჩუვინგამი. უცნაური სახელი შექმნილია მისი „გერმანელი" მშობლების სახელების პირველი მარცვლებისგან — სწორედ იქიდან ჩამოიყვანეს ის საქართველოში 9 წლის ასაკში. სპეციალურად გაწვრთნილი ცხენი საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაციამ 85 000 დოლარად შეიძინა. ასეთი დონის ცხენისთვის, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია, ეს არც ისე დიდი თანხაა, აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

© Sputnik / Denis Aslanovშალვა გაჩეჩილაძე დქა ჩუვინგამი
Шалва Гачечиладзе и Чувингам - Sputnik საქართველო
შალვა გაჩეჩილაძე დქა ჩუვინგამი

"წელს მისი შეწუხება აღარ მინდოდა, მან ფეხის ძალიან სერიოზული ტრავმა გადაიტანა, თუმცა თანდათან ფორმაში ჩადგა. და საერთოდ, 16-17 წლის ცხენის შეჯიბრზე გაყვანა მიზანშეწონილი არ არის. მაგრამ იმის გამო, რომ სხვა ცხენი არ გვყავდა, მისი შეწუხება მოგვიწია. მან ჩემთვის ყველაფერი გააკეთა, შეუძლებელიც კი. ის ძალიან ერთგულია, მას დიდი გული აქვს. როდესაც შეჯიბრზე გამოდის, გამარჯვება სურს", — აცხადებს გაჩეჩილაძე.

2017 წელს კავკასიური ლიგის ფარგლებში საცხენოსნო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით (Federation Equestre Internationale, FEI) ოთხი შეჯიბრება ტარდება. სპორტსმენი, რომელიც ყველა შეჯიბრების შედეგების მიხედვით ქულათა უდიდეს რაოდენობას მოაგროვებს, FEI-ს მსოფლიოს თასის ფინალზე გაემგზავრება.

ამისათვის გაჩეჩილაძემ კავკასიური ლიგის ყველა შეჯიბრებაზე წარმატებულად უნდა იასპარეზოს. ბაქოს ტურნირზე მან მეხუთე ადგილი დაიკავა, საქართველოში საუკეთესო აღმოჩნდა. კავკასიური ლიგის ფარგლებში მომდევნო ტურნირი საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება. კავკასიური ლიგის ფარგლებში დასკვნითი შეჯიბრება ირანშია დაგეგმილი.

"შევეცდები მეტი ქულა მოვაგროვო, რათა კავკასიური ლიგის ლიდერობა შევინარჩუნო. ლიგაში პირველი ადგილის იმედი მაქვს, რაც მსოფლიოს თასის ფინალზე წასვლის შესაძლებლობას მომცემს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში გამგზავრების სპონსორი გამოჩნდება და მაშინ დიდი სიამოვნებით გავემგზავრები", — განაცხადა გაჩეჩილაძემ.

© Sputnik / Denis Aslanovცხენონობა - თბილისის იპოდრომი
Конный спорт - Тбилисский ипподром - Sputnik საქართველო
ცხენონობა - თბილისის იპოდრომი

თავისი კარიერის განმავლობაში გაჩეჩილაძე კავკასიური ლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა — 2011 და 2015 წლებში, თუმცა ფინანსების არ არსებობის გამო მსოფლიოს თასის ფინალზე გამგზავრება ვერ შეძლო.

„გამგზავრება მსოფლიოს თასის ფინალზე ზღაპარივით დარჩა, რადგან არანაირი ფინანსები და არც სპონსორი არ იყო. ამას ყურადღება არავინ მიაქცია", — აღნიშნა მხედარმა.

როგორც სპორტსმენმა განმარტა, მსგავს ტურნირებში მონაწილეობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„ცხენის ტრანსპორტირებას დიდი თანხა სჭირდება. კავკასიურ ლიგაში ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ჩუვინგამი მსოფლიოს თასის ფინალში გამოსვლას ვერ შეძლებს. ჩვენ კი სხვა ცხენები არ გვყავს. მოგვიწევს ცხენის იჯარით აღება ევროპაში, ეს კი დაახლოებით 150 000 დოლარი ჯდება", — განაცხადა გაჩეჩილაძემ.

© Sputnik / Denis Aslanovცხენოსნობა - თბილისის იპოდრომი
Конный спорт - Тбилисский ипподром - Sputnik საქართველო
ცხენოსნობა - თბილისის იპოდრომი

კონკური — შეჯიბრება გარკვეული თანმიმდევრობის, სირთულისა და სიმაღლის დაბრკოლებათა გადალახვაში. საცხენოსნო სპორტის ყველაზე სანახაობრივი სახეობაა. მასში წარმატების მისაღწევად სპორტსმენისა და ცხენის ხანგრძლივი და დაუღალავი ვარჯიშია საჭირო.

პირველად FEI-ს მსოფლიო თასი 1979 წელს შვედეთის ქალაქ გეტებორგში გათამაშდა. ერთადერთი მხედარი, რომელმაც თასი ზედიზედ სამჯერ მოიგო, იყო ბრაზილიელი როდრიგო პესოა (1998 —2000). ცხრაჯერ თასი ამერიკელებმა მოიგეს. საქართველოს წარმომადგენელს FEI-ს მსოფლიო თასის ფინალში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

ყველა ახალი ამბავი
0