საფეხბურთო კლუბმა „სარაგოსამ" ქართველი ფეხბურთელი წარადგინა

© photo: Sputnik / Pavel Lisitsynფეხბურთის მოედანი
ფეხბურთის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის „დინამოს" 21 წლის ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი "სარაგოსასთან", რომელიც მეორე ესპანურ დივიზიონში ასპარეზობს.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი საფეხბურთო კლუბ „რეალ სარაგოსას" მოთამაშის სტატუსით ოფიციალურად წარადგინეს, ნათქვამია ესპანური გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ძალიან მიხარია, რომ „სარაგოსაში" ვარ, — განაცხადა წარდგენის ცერემონიის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა.

კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა 21 წლის ნახევარმცველსა და ესპანურ კლუბს შორის, რომელიც ქვეყნის ჩემიონატის მეორე დივიზიონში ასპარეზობს, ოთხ წელზეა გათვლილი.

პაპუნაშვილი „სარაგოსაში" თბილისის „დინამოდან" გადავიდა. პორტალ Transfer Markt-ის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ დაახლოებით 300 000 ევრო შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0