Sputnik-ის მკითხველთა უმრავლესობა შემოსავლის უდიდეს ნაწილს კვებაზე ხარჯავს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაკოლმეურნეო ბაზარი
საკოლმეურნეო ბაზარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik-საქართველომ" გადაწყვიტა გაერკვია, თუ რაში ხარჯავს თავისი შემოსავლის ძირითად ნაწილს მკითხველი.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. „Sputnik-საქართველოს" მკითხველთა 39,3% თავისი შემოსავლის უმეტეს ნაწილს კვებაზე ხარჯავს. ამაზე მეტყველებს ახალი ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

გარევაჭრობა - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები კვებაზე საკუთარი შემოსავლის მესამედზე მეტს ხარჯავენ

კერძოდ, გამოკითხვაში მონაწილეთა 39,3% ოჯახის ბიუჯეტის დიდ ნაწილს კვებაზე ხარჯავს. რესპონდენტთა 17,9%-ის ხარჯები ძირითადად კომუნალურ მომსახურებაზე მიდის, 14,3%-ს კი საცხოვრებელ იჯარაზე ეხარჯება.

ოჯახის გამოკითხვაში მონაწილეთა 10,7%-ის შემოსავლის ძირითადი ნაწილი ჯანდაცვას ხმარდება, შოპინგსა და განათლებას — თითოეულს 7,1% ახმარს, ხოლო გართობასა და დასვენებას — 3,6%. ტრანსპორტზე შემოსავლის ძირითად ნაწილს არავინ ხარჯავს — 0%.

მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია IPM Research-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტების მესამედზე მეტს (35,8%) შემოსავლების ძირითადი ნაწილი კვების პროდუქტებსა და სასმელებზე ეხარჯება, 11,4%-ს — ბინის იჯარაზე, ხოლო 10,9%-ს — კომუნალურ მომსახურებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0