მცხეთა-მთიანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს

გამოწერა
ლევან ზაუტაშვილის წინამორბედმა გოჩა ზეიკიძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით ივნისის შუა რიცხვებში დატოვა.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

სვეტიცხოვლის ტაძარი მცხეთაში - Sputnik საქართველო
კულტურა და შემოქმედებითობა: მცხეთა-მთიანეთი ევროკავშირის ინიციატივის გამარჯვებულია

ზაუტაშვილმა აღნიშნულ პოსტზე გოჩა ზეიკიძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე ივნისის შუა რიცხვებში დატოვა. ზეიკიძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად 2016 წლის 10 მარტს დაინიშნა.

„მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება", — ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო კომპანია „კასტელ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში. ზაუტაშვილს დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

ყველა ახალი ამბავი
0