აზერბაიჯანული ხალიჩების გამოფენა თბილისში

გამოწერა

აზერბაიჯანული ხალიჩის სახელმწიფო მუზეუმმა თბილისში გამართულ ხალიჩის ფესტივალზე უნიკალური ექსპონატები წარმოადგინა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა გამოფენა.

აზერბაიჯანული ხალიჩის სახელმწიფო მუზეუმმა თბილისში გამართულ ხალიჩის საერთაშორისო ფესტივალზე უნილაური ექსპონატები ჩამოიტანა. ბაქოს მუზეუმის დირექტორისა და ICOM აზერბაიჯანის პრეზიდენტი შირინ მელიკოვის თქმით, მათ საქართველოში XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის პერიოდის ხალიჩები წარმოადგინეს.

"ჩვენი მუზეუმი წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. დღეისათვის ჩვენ ვფლობთ ყველაზე დიდ კოლექციას, რმელშიც ხუთ ათასზე მეტი ეგზემპლარი შედის", — "Sputnik-საქართველოსთან" საუბარში განაცხადა შირინ მელიკოვამ.

წელს ფესტივალში მონაწილეობდნენ ირანი, თურქმენეთი, ყირგოზეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და საქართველო. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ხალიჩების როგორც ძველი, ისე თანამედროვე ნიმუშები. ასევე გაიმართა პროფესიონალ მკერავებთან შეხვედრები და ხალიჩის კერვის მასტერ-კლასები.

ყველა ახალი ამბავი
0