თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. გუშინ რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართა სახელწოდებით "ხელოვნება გვამეგობრებს", იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.
საქველმოქმედო-საინფორმაციო ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და სხვადასხვა სახის პროდუქცია.
ღონისძიებაში რუსთავისა და თბილისის ბავშვთა დღის ცენტრები, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრები მონაწილეობდნენ.
პროექტში ჩართული ცენტრების ბენეფიციარებს საშუალება მიეცათ ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოეჩინათ საკუთარი შემოქმედება.