თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ცეცხლი მწვანე საფარს გაუჩნდა, რის შემდეგაც წიწვოვან ტყეს გადაედო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იმყოფება, რომელმაც ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოახდინა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ნუცუბიძის ქუჩაზე ცეცხლი მყარ ნარჩენებს გაუჩნდა. უწყების ცნობით, ხანძარი მოსახლეობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.