იტალიაში უკრაინელი სამხედრო დააკავეს

© AFP 2024 / Andreas SOLAROიტალიის პოლიცია
იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიაში ფოტორეპორტიორის, იტალიის მოქალაქე ანდრეა როკელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკრაინელი სამხედრო დააკავეს.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. უკრაინის გენერალური პროკურატურა გაკვირვებულია იტალიაში უკრაინელი მებრძოლის ვიტალი მარკივის დაკავების გამო, რომელიც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში 2014 წლის გაზაფხულზე ფოტორეპორტიორ ანდრეა როკელის მკვლეობაშია ეჭვმიტანილი, დაწერა გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ენინმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
უკრაინის პროკურატურა: საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირება შეუძლებელია

„გენერალური პროკურატურა გაკვირვებულია იტალიაში უკრაინელი ჯარისკაცის ვიტალი მარკივის დაკავებით, რომელსაც ბრალს სდებენ 2014 წლის მაისში ქალაქ სლავიანსკის რაიონში ფოტორეპორტიორ ანდრეა როკელის მკვლელობაში, ბრალდება მას ქალაქ პავიას პროკურატურამ წარუდგინა“, — დაწერა ენინმა.

როგორც მან აღნიშნა, იტალიის სამართალდამცავი ორგანოები იტალიის მოქალაქე ანდრეა როკელისა და მისი რუსი მეწყვილის, ანდრეი მირონოვის დაღუპვის ფაქტს იძიებენ.

ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს იტალიელ კოლეგებთან, აწვდის მათ ექსპერტიზისა და მოწმეების დაკითხვის შედეგებს.

„როგორც უკრაინის, ისე უცხოეთის ქვეყნების თითოეული მოქალაქის კანონიერი ინტერესების სადარაჯოზე ვდგავართ“, — აღნიშნა ენინმა.

ყველა ახალი ამბავი
0