თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. დიდ ბრიტანეთში როსენდეილის რაიონში მცხოვრები ბრენან ბოისი საკუთარ გამოსაშვებ საღამოზე 17-ტონიანი ტანკით გამოცხადდა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“ Rossendale free press-ზე დაყრდნობით.
მეთერთმეტეკლასელმა ბრენან ბოისმა სკოლის დამთავრება უჩვეულოდ აღნიშნა — საზეიმო ღონისძიებაზე 16 წლის მოზარდი სამხედრო ტანკით გამოცხადდა. 17-ტონიან აპარატს ბრენანის 80 წლის ბაბუა მართავდა, რომელიც სამხედრო მანქანების კოლექციონირებით არის გატაცებული. ბრენან ბოისმა ტანკით თავისი თანაკლასელებიც „გაასეირნა“.
„ეს იდეა ერთი თვის წინ მომივიდა, ბაბუას კოლექციაში რამდენიმე ტანკი ჰყავს, რატომ არ უნდა მეთხოვა ერთ-ერთი“, — აცხადებს ბრენან ბოისი.
სკოლის ადმინისტრაციას აღნიშნულ ფაქტზე მშვიდი რეაქცია ჰქონდა და ამაში არაფერი ექსტრაორდინარული ვერ ნახა: მანამდე ერთ-ერთი სტუდენტი გამოსაშვებ საღამოზე კუბოთი „გამოცხადდა“.