დამასკში მომხდარ აფეთქებას რვა ადამიანი ემსხვერპლა

© AP Photo / Diaa Hadidდამასკი, სირია
დამასკი, სირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორისტები ქალაქის ხალხმრავალ რაიონებში ცდილობდნენ შეტევის განხორციელებას.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik.  დამასკში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, იუწყება სააგენტო РИА Новости „ფრანს პრესსზე“ დაყრდნობით.

ტერორისტი იმ ჯგუფში იყო, რომელიც სამი დანაღმული ავტომობილით დამასკში შესვლას ცდილობდა. ორი ავტომობილის ლიკვიდირება ქალაქიდან მოშორებით მოხდა, თუმცა, მესამე ავტომობილმა მოახერხა თახრირის მოედნამდე მისვლა, რა დროსაც თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.

 

„ფრანს პრესის“ მონაცემებით, ტერორისტები ქალაქის ხალხმრავალ რაიონებში ცდილობდნენ შეტევის განხორციელებას.

ყველა ახალი ამბავი
0