შატილში კიდევ ერთი კოშკი დაინგრა

გამოწერა
სამსართულიანი კოშკის ჩამონგრევის მიზეზი გადაუღებელი წვიმა გახდა.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. შატილში გადაუღებელი წვიმის გამო კიდევ ერთი კოშკი დაინგრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

შატილში, კლდის ფერდობზე სხვადასხვა მასალით ნაგები ციხე-კოშკები რამდენიმე საუკუნოვან ისტორიას ასახავს. შატილში რამდენიმე ათეული კოშკია შემორჩენილი ზოგი უცვლელი, ზოგიც კი ნანგრევების სახით.

ადგილობრივები უნიკალური კომპლექსის ნგრევის გახშირებულ შემთხვევებს უყურადღებობით ხსნიან. 

შატილი - Sputnik საქართველო
პირიქითა ხევსურეთი

„ფაქტობრივად, წელი არ გადის, რომ ერთი კოშკი მაინც არ დაინგრეს. არის ბზარები, ადრე შეიძლება მათი გაკეთება, მაგრამ ყურადღებას, რომ არ აქცევენ თანდათან ემატება ბზარები და ამიტომ ინგრევა“, – განაცხადის შატილის მცხოვრებმა შოთა ჭინჭარაულმა. 

კომპლექსის რიგით მეექვსე კოშკი შატილში სულ ახლახან ჩამოიშალა.

სამსართულიანი კოშკის ჩამონგრევის მიზეზი გადაუღებელი წვიმა გახდა. 

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ჩამონგრეული კოშკის აღდგენა ზაფხულის დასრულებამდე იგეგმება. თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან სასწრაფო რეაბილიტაცია შატილში რამდენიმე ათეულ კოშკს სჭირდება. 


ყველა ახალი ამბავი
0