თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების ხელფასების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, იუწყება სააგენტო РИА Новости.
თეთრი სახლის თანამშრომლების ყოველწლიური ხელფასი 30 ათასი აშშ დოლარიდან 187 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ ჯარედ კუშნერი, რომელიც ტრამპის უფროსი პოლიტიკური მრჩეველია და ასევე ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი, ხელფასს არ ღებულობენ.
ადმინისტრაციის წევრებს შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება აშშ-ის პრეზიდენტის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს მარკ ჰაუსს, ხოლო ყველაზე დაბალი ანაზღაურება თეთრ სახლთან არსებული ნაციონალური ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელ გერი კონს აქვს.
მანამდე ტრამპმა 2016 წლის საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.