საქართველოდან კატარში მწვანილი გადის

© Photo: courtesy of Tariel Zivzivadzeტარიელ ზივზივაძე
ტარიელ ზივზივაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან კატარში ყოველდღიურად ტონა მწვანილი იგზავნება, განუცხადა Sputnik–საქართველოს" მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელმა ტარიელ ზივზივაძემ
საქართველოს კატარში მწვანილი გააქვს

„ჩვენ „დაგვიკავშირდა მეწარმე, რომელიც ეძებდა მწვანილის მიმწოდებელს და ჰყავდა დამკვეთი კატარში — ერთ-ერთი სერიოზული სავაჭრო ქსელი. ჩვენ დავეხმარეთ მას მწარმოებელთა კონტაქტების მოძიებაში და ახლა საქართველოდან დღეში საშუალოდ 1 ტონა მწვანილი იგზავნება, თუმცა გაცილებით მეტზეა მოთხოვნა, მაგრამ მეტი მწვანილი არ იკრიბება"- აღნიშნა ტარიელ ზივზივაძემ

მისივე თქმით, კატარში ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მოვლენებმა ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დეფიციტი შექმნა, ამიტომ ქვეყნის საქმიანმა წრეებმა პროდუქციის ალტერნატიული არხების ძებნა სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც დაიწყეს.

ყველა ახალი ამბავი
0