საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დაასრულა

გამოწერა
ირაკლი კობახიძემ პარლამენტის 2017 წლის საგაზაფხულო სესია შესაფასა, როგორც ნაყოფიერი და წარმატებული, როდესაც პარლამენტმა მიიღო არაერთი მნიშვნელოვანი კანონი და გადაწყვეტილება.

თბილისი, 1 ივლისი  — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოს მეცხრე მოწვევის საგაზაფხულო სესიები დახურულად გამოაცხადა.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის 2017 წლის საგაზაფხულო სესია შესაფასა, როგორც ნაყოფიერი და წარმატებული, როდესაც პარლამენტმა მიიღო არაერთი მნიშვნელოვანი კანონი და გადაწყვეტილება.

„ჩვენ წარმატებული საშემოდგომო სესიის შემდეგ  წარმატებით ვასრულებთ საგაზაფხულო სესიის მუშაობას, მივიღეთ არაერთი მნიშვნელოვანი კანონი და გადაწყვეტილება. ასე რომ, კოლეგებო გილოცავთ სესიის წარმატებით დასრულებას“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ტრადიციულად პარლამენტის საგაზაფხულო სესია ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

ყველა ახალი ამბავი
0