მესის გრანდიოზული ქორწილი: საუკუნის მოვლენა ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით

გამოწერა

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ლიონელ მესი დაქორწინდა — მის ქორწილს არგენტინის ქალაქ როსარიოში 250 სტუმარი დაესწრო, მათ შორის ფორვარდის კლუბელები "ბარსელონადან". იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა შეუღლების ცერემონია.

ესპანური "ბარსელონას" თავდამსხმელის ქორწილი და მისი დიდი ხნის მეგობარი გოგონას, ანტონელა როკუცოს ქორწილი შაბათს არგენტინელი ფეხბურთელის მშობლიურ ქალაქ როსარიოში გაიმართა. ცერემონიას 250-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ "ბარსელონას" მოთამაშეები: ნეიმარი, ლუის სუარესი და ჟერარ პიკე საცოლესთან — კოლუმბიელ მომღერალ შაკირასთან ერთად, ასევე კარლეს პუიოლი, სერხიო აგუერო, გონსალო იგუაინი, იუწყება "რია ნოვოსტი".

აღსანიშნავია ფაქტი, რომ ფეხბურთელის ქორწილისგამო ქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს — ქალაქში სამართალდამცავი ორგანოების 300-ზე მეტი თანამშრომელი აკონტროლებდა წესრიგს.

საინტერესოა, რომ ფორვარდის საცოლემ საქორწილოდ ესპანური ბრენდის Rosa Clara კაბა შეარჩია. სამოსის შესაკერად ატელიეს თანამშრომლებს 200-ზე მეტი საათი დასჭირდათ. მესი და როკუცო უკვე 10 წელზე მეტია ურთიერთობენ და ორ შვილს ზრდიან.

ყველა ახალი ამბავი
0