იაპონიაში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა
მიწისძვრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულ ჰოკაიდოზე წუხელ ღამით 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ცუნამის საშიშროება არ არის. შაბათს დილით 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა შვეიცარიაშიც.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულ ჰოკაიდოზე წუხელ ღამით 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ცუნამის საშიშროება არ არის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მიწისძვრის მაგნიტუდა - Sputnik საქართველო
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა

მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 23:45 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 30 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ არ არის.

შაბათს დილით 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა შვეიცარიაშიც. მას მნიშვნელოვანი ზარალი არ მოჰყოლია. მიწისძვრები შვეიცარიისთვის უცხო არ არის, მაგრამ ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.

მიწისძვრა იყო დღეს საქართველოშიც – თელავთან ახლოს. მისი სიმძლავრე 3,4 მაგნიტუდას შეადგენდა.

ყველა ახალი ამბავი
0