თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. არკანზასის შტატის ქალაქ ლითლ–როკის ღამის კლუბში Power Lounge სროლისას სულ ცოტა 17 ადამიანი დაიჭრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ Fox News–ზე დაყრდნობით.
სამართალდამცველები, სროლის შესახებ შეტყობინების შემდეგ, ინციდენტის ადგილზე ადგილობრივი დროით ღამის 02:30 საათზე მივიდნენ. დაჭრილებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მინიმუმ ერთი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
#BREAKING: Video shows moments leading up to at least 17 people being shot at nightclub in downtown Little Rock (Courtesy: Darryl Rankin). pic.twitter.com/aBgYfF4FNu
— Mitchell McCoy (@MitchellMcCoy) July 1, 2017
პოლიცია მიიჩნევს, რომ ინციდენტი ღამის კლუბში შეხლა–შემოხლას მოჰყვა და ეს შემთხვევა ტერორიზმს არ უკავშირდება.