საყვარელიძე : კარგი რა მოაქვს პროპორციულ სისტემას ?
„2012 წელს საქართველომ ხმა, პრაქტიკულად, ერთ ადამიანს — ბიძინა ივანიშვილს მისცა. ივანიშვილის მიმართ არსებული ნდობის შემწეობით დაკომპლექტდა პარლამენტი, მთავრობა, ავირჩიეთ პრეზიდენტი. სწორი იყო ეს გაზა? მე მგონი არა“, — განუცხადა რამაზ საყვარელიძემ „Sputnik საქართველოს”.
საქართველოში ჯერ კიდევ შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო პროპორციული სისტემით არჩევნები 2024 წლიდან ჩატარდება.