თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. გერმანიის ბუნდესტაგმა ხმათა უმრავლესობით მიიღო ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი, რომელიც ახლა ბუნდესრატმა უნდა დაამტკიცოს, იუწყება Sputnik International-ი.
კანონის მიღებას მხარი დაუჭირა 393-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 226. ოთხმა თავი შეიკავა.
კანონი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს ქორწინების რეგისტრაციისა და ბავშვის შვილად აყვანის უფლებას აძლევს.
საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ მისცა ხმა. მისი თქმით, ქორწინებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი.
ერთნაირსქესიანთა ქორწინება უთანხმოების საგანს წარმოადგენს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირსა (253 მანდატი) და მის მრავალწლიან პარტნიორს, ქრისტიანულ-სოციალურ კავშირს შორის (56 მანდატი).