ბაირახტარი: გადაჭარბებულია თქმა, რომ საქართველოში ბიზნესს არანაირი პრობლემა არ აქვს

© Photo: courtesy of Paata Bairakhtariპაატა ბაირახტარი
პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ბიზნესის კეთება კი არა, მისი რეგისტრაციაა მარტივი, მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტ პაატა ბაირახტარს.
ბაირახტარი: გადაჭარბებულია თქმა, რომ საქართველოში ბიზნესს არანაირი პრობლემა არ აქვს

„ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივის თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, თუმცა, თავი რომ მოვიწონოთ მხოლოდ ამით და ვთქვათ, რომ საქართველოში ბიზნესს არანაირი პრობლემა არა აქვს, ცოტა გადაჭარბებული იქნება“,  — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

„ბიზნესის კეთების მიხედვით საუკეთესო ევროპული ქვეყნების 2017 წლის რეიტინგში", რომელიც დამოუკიდებელმა არასამთავრობო ორგანიზაცია European Chamber-მა მოამზადა, საქართველო 46 ქვეყანას შორის მე-20 ადგილზეა. საქართველოს მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით  ოთხი პუნქტით არის გაუმჯობესებული, ხოლო რეგიონში კი უსწრებს ყველა მეზობელს — სომხეთს, თურქეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს.

ყველა ახალი ამბავი
0