საქართველოში შესაძლოა Stadler-ის ვაგონმშენებელი ქარხანა აიგოს

© photo: SputnikStadler-ის ორსართულიანი მატარებელი საქართველოში
Stadler-ის ორსართულიანი მატარებელი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მემორანდუმის თანახმად, კომპანია მზადაა საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისთვის, კერძოდ, აქ შვილობილი ვაგონ- და მატარებელმშენებელი ქარხნის ასაგებად.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი შვედური კომპანია Stadler Rail AG, რომელიც მატარებლების აგებითაა დაკავებული, განიხილავს საქართველოში ვაგონმშენებელი და სარემონტო ქარხნების აშენების პერსპექტივას, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.

Stadler Rail AG-ის პრეზიდენტმა პეტერ შპულერმა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ უკვე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმადაც კომპანია ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი დასტურია იმისა, რომ საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა ისეთი ფართო პროფილისა და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიისთვის, როგორიცაა Stadler Rail", — განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მემორანდუმის თანახმად, კომპანია მზადაა საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისთვის, კერძოდ, აქ შვილობილი ვაგონ- და მატარებელმშენებელი ქარხნის ასაგებად.

2016 წლის ივლისში საქართველომ Stadler-ისგან ოთხი ორსართულიანი მატარებელი შეიძინა, რომლებიც თბილისსა და ბათუმს შორის მოძრაობენ. მატარებლები უსაფრთხოების ულტრათანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. თითოეული მატარებელი 400 მგზავრზეა გათვლილი.

კომპანია Stadler-ი 1942 წელს დააარსა ერნსტ შტადლერმა ციურიხში. დღეისათვის კომპანია ევროპის 11 ქვეყანაში, ასევე აფირიკაში, ავსტრალიასა და აშშ-ში არის წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0