თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. კოკისპირული, ტროპიკულში გარდამავალი წვიმა მოსკოვში პარასკევს დღის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი, ნათქვამია ამინდის ცენტრ „ფობოსის“ განცხადებაში.
მანამდე რუსეთის ჰიდრომეტეოცენტრმა მოსკოვში პარასკევს მოსალოდნელი წვიმის, ელჭექის, ქარისა და სიცხის გამო საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა.
„ინტენსიური წვიმები მეგაპოლისს დაახლოებით 15:00 საათზე დაატყდება. შეუჩერებლად იწვიმებს პრაქტიკულად გვიან საღამომდე — საერთო ჯამში, მოსალოდნელია 30-40 მმ-მდე ნალექი (ერთ კვადრატულ მეტრზე თითქმის ნახევარი კასრი წყალი), ეს კი ნალექის თვიური ნორმის ნახევარია“, — ნათქვამია განცხადებაში.
ნამდვილი ტროპიკული წვიმის პიკი 18:00-დან 21:00 საათამდე დადგება. აღნიშნულ სამ საათში მთელი მოსალოდნელი წვიმის ¾ მოვა. ამასთან დაკავშირებით არსებობს დატბორვის სერიოზული საფრთხე — კოლექტორმა ასეთ ნალექს შესაძლოა ვერ გაუძლოს.
ამასთან, იქროლებს 20 და მეტი მ/წმ სიმძლავრის ქარი, იქნება ჭექა-ქუხილი და ელვა, არ არის გამორიცხული სეტყვა. შესაძლებელია ხეების, სარეკლამო კონსტრუქციების, სახურავების ელემენტების ვარდნა და ხარვეზები ენერგომომარაგებაში.
„სავარაუდო ნალექის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ინტენსიურობის კოკისპირული წვიმები (30 მმ-ზე მეტი) მოსკოვში ივნისის პერიოდში 5 წელიწადში ერთხელ მოდის, ხოლო ნალექის რაოდენობამ, დიდი ალბათობით, შესაძლოა 1,5-ჯერ გადააჭარბოს წვიმის საშუალო მაქსიმალურ სადღეღამისო რაოდენობას და ნახევარსაუკუნოვან რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდეს“, — ხაზგასმით აღნიშნეს „ფობოსში