საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აბიტურიენტებს დალოცავს

გამოწერა
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 3 ივლისს დაიწყება.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2 ივლისს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების შემდეგ აბიტურიენტებს დალოცავს, ნათქვამია საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე 41 200-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

ცხრილის მიხედვით, 3-4 ივლისს ჩატარდება გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 6-7 ივლისს — ზოგად უნარებში, 10-11 ივლისს კი უცხო ენაში (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული ენები).

აბიტურიენტები 12 ივლისს გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ, 13 ივლისს გამოცდა მათემატიკაში ჩატარდება, 14 ივლისს — ლიტერატურაში, 17 ივლისს — ისტორიაში, 18 ივლისს — ბიოლოგიაში, 19 ივლისს — ქიმიაში, 25 ივლისს — სამოქალაქო განათლებაში, 26 ივლისს — ფიზიკაში, 26 ივლისს — სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.

იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა წარმატებით უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო საგანი: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი გამოცდა — შერჩევით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი - Sputnik საქართველო
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი

ყველა ახალი ამბავი
0