თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ მახაჩკალის კლუბ „ანჟისთან“ კონტრაქტი გააფორმა, იუწყება „Р-Спорт-ი“ საფეხბურთო კლუბის ვებგვერდზე დაყრდნობით.
ლიპარტია „ანჟიში “ თავისუფალი აგენტის სტატუსში გადავიდა, კლუბთან კონტრაქტი ორი წლით გაფორმდა.
2011 წლიდან 29 წლის ქართველი ჰავ-ბეკი ლუგანსკის „ზარიაში“ თამაშობდა და მის შემადგენლობაში უკრაინის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მან ორი მატჩი ითამაშა.
„ანჟის“ შემადგენლობაში ლიპარტია რამდენიმე საკონტროლო თამაშში მონაწილეობდა, რა დროსაც ორი საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.